დიღმის მასივში ძმები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს - მეზობლები სასტიკი მკვლელობის შესახებ

დიღმის მასივში ძმები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს - მეზობლები სასტიკი მკვლელობის შესახებ

დიღმის მასივში 2 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს. გარდაცვლილები ძმები არიან და ისინი დღეს დილით დიღმის მასივში, ე.წ. "წითელქუდას" კორპუსში იპოვნეს.

როგორც მეზობლები ყვებიან, ძმები ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ მოკლეს. მათივე ინფორმაციით, ძმები წუხელ მოკლეს, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. მეზობლის ინფორმაციით, მოკლული ძმებიდან ერთ-ერთი  ლიფტის ბიზნესით იყო დაკავებული, მეორე ძმა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო.

ამ დროისათვის იქ სამართალდამცავები იმყოფებიან. გარდაცვლილები პროზექტურაში გადაყავთ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია