თვითმკვლელობა რუსთავში ყოფილი მეუღლისა და სიდედრის თვალწინ - ტრაგედიის დეტალები

თვითმკვლელობა რუსთავში ყოფილი მეუღლისა და სიდედრის თვალწინ - ტრაგედიის დეტალები

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #8 საცხოვრებელ კორპუსთან 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 25 წლის მამაკაცმა გადაჭრილი თოფით, ე.წ. აბრეზით, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის თვალწინ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან თავი მოიკლა. ის მეუღლესთან გაშორებული იყო და სახლში მიაკითხა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია