"დარდიმანდისა" და "აფხაზეთის ხმის" ოფისებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

"დარდიმანდისა" და "აფხაზეთის ხმის" ოფისებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

რადიოების "დარდიმანდისა" და "აფხაზეთის ხმის" ოფისებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციასოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღნიშნული რადიოები თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე ოთხსართულიან შენობაშია განთავსებული, რომლის პირველ სართულზე დაკვამლიანება მოხდა. კვამლი მალევე ყველა სართულზე გავრცელდა.

ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე დაკვამლიანების მიზეზებს სწავლობენ.

სახანძრო მანქანებთან ერთად, გამოძახებაზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებიც იყვნენ მობილიზებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია