''იურის რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა'' - რას ყვება ვაზაგაშვილის და ძმასთან უკანასკნელ შეხვედრაზე

''იურის რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა'' - რას ყვება ვაზაგაშვილის და ძმასთან უკანასკნელ შეხვედრაზე

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ზოგი ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილმა შვილის გარდაცვალების გამოძიების დაჩქარება, რაც ცხრა წლის განმავლობაში დაუღალავი ბრძოლით ვერ მოახერხა, სიკვდილით შეძლო და ძალიან მალე ყველა დეტალი გახდება ცნობილი. ჩვენ ვესაუბრეთ იური ვაზაგაშვილის დას, მანანა ვაზაგაშვილს, რომელიც იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაირკვევა.

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ ძმასთან შეხვედრის ბოლო დღე და როგორ განწყობაზე იყო?

- ბოლოს რომ შევხვდი, დიდი იმედი ჰქონდა, რომ უახლოეს დღეებში გაიხსნებოდა ზურას საქმე. იმედიანად იყო და განწყობაც შედარებით გამოუკეთდა ბოლო დროს.

- თქვენ იცით, ვინ უნდა ყოფილიყო მოწმე, რომელიც საქმეს მთლიანად შეცვლიდა?

- ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე არ ვარ საქმის კურსში.

- იური ვაზაგაშვილის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები თქვენთვის ცნობილია?

- არა. ბოლო დროს იური ძალიან დაკავებული იყო და მასთან არც მისაუბრია. მისი გარდაცვალების საბედისწერო დღესაც ვნახე, მაგრამ არ გვილაპარაკია. შეხვედრისას გადავკოცნე და მოვიკითხე. არ დაგვცალდა, რომ გავსაუბრებოდი.

- ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა?

- არა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვე-დრის შემდეგ კარგ განწყობაზე იყო - ძალიან დაიმედებული, რომ ამ დღეებში საქმე გაიხსნებოდა. ეს დეტალები გად-მოცემით ვიცი. მასთან ამ ყველაფერზე არ მილაპარაკია.

- ბატონი იური ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც სამართლიანობისთვის ბრძოლაში ჩაება?

- ჩემი ძმა იყო ძალიან კარგი და ხალისიანი ადამიანი, მაგრამ ზურიკოს სიკვდილის შემდეგ შემართება აღარ ჰქონდა. ძალით დადიოდა. ძალიან მძიმე დღეები აქვს გადატანილი. ზურას სიკვდილი დიდი ტრაგედია იყო არა მარტო იურისთვის, არამედ ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც. ტრაგედიას იური არ გაუბოროტებია. სამშაბათს, როდესაც თავისი შვილის საფლავზე მივიდა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. პირველი ის რომ არ მისულიყო, ბევრი დაიღუპებოდა. სო-ფელში ყველა დაკრძალვის შემდეგ ხალხი ზურიკოს საფლავთან გროვდება ხოლმე. ყველას ეცოდება და ყველა ტირის მისი ბედის გამო. იური ისეთი მებრძოლი ადა-მიანი იყო, რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა. ბრძოლას აუცი-ლებლად გააგრძელებდა.

- როდისმე დაცვის აყვანაზე უფიქრია? ანუ იმის განცდა, რომ შეი- ძლება მოეკლათ, როდისმე ჰქონია?

- იურის არასდროს შეშინებია. ჩემი ძმა უშიშარი ადამიანი იყო. გარდა ამისა, ქალებთან ასეთ რაღაცებზე არ ლაპა-რაკობდა. იური იყო კაცი და კაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან.

იხილეთ გაგრძელება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია