გურჯაანში სასწრაფოს დაგვიანების გამო 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანში სასწრაფოს დაგვიანების გამო 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ გურჯაანში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ერთი საათით დაგვიანების გამო 39 წლის დავით იმერლიშვილი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 112-ზე დავით იმერლიშვილის მამამ რამდენჯერმე დარეკა, რადგან პირველი შეტყობინებიდან 40 წუთში სასწრაფო ისევ არ იყო გამოძახების ადგილზე მისული. ამ პერიოდში ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ერთი საათის შემდეგ სოფელ გურჯაანში სასწრაფო ყვარლის რაიონიდან მივიდა, მაგრამ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გურჯაანის განყოფილებაში განმარტეს, რომ რაიონს სულ სამი ბრიგადა ემსახურება და სამივე ბრიგადა გამოძახებაზე იყო გასული. ცენტრის დირექტორის მანანა ბერიკაშვილის თქმით, იმ დროს, როცა მამაკაცის ოჯახის წევრებმა დარეკეს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ერთდროულად რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია