ახალციხეში მამაკაცმა ტოტალიზატორში წაგებული თანხის გამო ვენები გადაიჭრა

ახალციხეში მამაკაცმა ტოტალიზატორში წაგებული თანხის გამო ვენები გადაიჭრა

ახალციხეში 30 წლამდე მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა. ტელეკომპანია "მე-9 არხის" ინფორმაციით, მამაკაცმა ვენები გადაიჭრა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებას თავადვე დაუკავშირდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული, ახალციხის #7-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

ამ დროისათვის, დაზარალებული "უნიმედი სამცხეშია" გადაყვანილი. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის მოკვლა ტოტალიზატორში წაგებული თანხის გამო გადაწყვიტა.

წყარო: 9arkhi.wordpress.com

ტელეკომპანია "მე-9 არხი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია