ფოტო, რომლის გამო ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სასტიკად ცემეს

ფოტო, რომლის გამო ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სასტიკად ცემეს

პირი, რომელმაც "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სასტიკად ცემა, დაკავებულია. ის 21 წლის ივანე ბეგიაშვილია.

ბეგიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დააკავა.

კონფლიქტის მიზეზი ის ფოტო გახდა, რომელიც ფოტორეპორტიორმა "ვარდების მოედანზე" პროფესიული საქმიანობის დროს გადაიღო, რა დროსაც ირაკლი გედენიძე საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტომასალას იღებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, "ვარდების მოედანზე" მიმდინარე აქციის დროს, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო და ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი. დაკავებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ბეგიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია