გურიაში 23 წლის ახალგაზრდა მგელმა დაკბინა

გურიაში 23 წლის ახალგაზრდა მგელმა დაკბინა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 23 წლის გიორგი გოგიბერიძე მგელმა დაკბინა. როგორც "გურია ნიუსს" დაზარალებულის დედამ დარიკო გოგიბერიძემ განუცხადა, შემთხვევა დღეს მათ ეზოში მოხდა.

"დილით, ჩემს ეზოში შემოვარდა მგელი. მეზობლები დაედევნენ. ჩემი შვილი ეზოში ჩავიდა, ჯოხი ჰქონდა ხელში, რომელიც უნდოდა, რომ დაერტყა. სწორედ ამ დროს, ეცა მგელი ფეხზე. გიორგიმ შეძლო, მგელს ხელებით ყბა დაუკავა და ძირს დააგდო. ამ ორთაბრძოლას მეზობლები უყურებდნენ, რომლებმაც დროულად შეძლეს დახმარება და მგელი ნაჯახით მოკლეს" , - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დარიკო გოგიბერიძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”