ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დაუდასტურა.
მისი განცხადებით, დღეს, გამთენიისას, ნიუ-ჯერსში ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საელჩოს სამხედრო ატაშე.
"ამბები. გე" მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებს უახლოეს წუთებში გაცნობებთ