ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში 27 წლის ლალი ბალიაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ლალი ბალიაშვილს ყოფილი მეუღლე დაემუქრა, რაზეც ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა მისი განცხადება არ დაიტოვეს. ამას სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბესო ფხოველიშვილს უკავშირებენ, რომელიც ლალის ყოფილი მეუღლის ვასილ ფხოველიშვილის ძმაა. მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ლალის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი გელაშვილმა შესაძლოა, თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრა. გამოცემამ გაარკვია, რომ გარდაცვლილი ლალი ბალიაშვილი და ბრალდებული გიორგი გელაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში სპეციალისტებად მუშაობდნენ.

"ლალის გიორგი გელაშვილიც აწუხებდა. დაველაპარაკეთ მას, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ცოლად გამომყევიო. ლალის დედა სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატთან გელა გელაშვილთანაც კი მივიდა და სთხოვა, იქნებ უთხრათ გიორგის, ლალის აწუხებს და თავი გაანებოსო. გუშინ, გავიგეთ, რომ გიორგიმ ლალი მოკლა და მერე თავი მოიკლა. ის ლალის მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ნახეს გარდაცვლილი. ლალის სამჯერ აქვს თავში იარაღი ჩარტყმული და მერე ლოყაზე აქვს ნასროლი მიბჯენით", - ამბობს მოკლულის ნათესავი. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გიორგი გელაშვილიც მოკლეს და თვითმკვლელობად წარმოაჩინეს.

ლალი ბალიაშვილი თითქმის 2 წელია მეუღლეს გაშორებულია. განქორწინება ოფიციალურად გასული წლის აგვისტოში მოხდა, რის შემდეგაც ვასილ ფხოველიშვილს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. გარდაცვლილის  ყოფილი მეუღლე ვასილ ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, ბოლო პერიოდში ვასილ ფხოველიშვილი ლალის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით, ასევე ბავშვის წართმევით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში ლალი ბალიაშვილმა სიღნაღის პოლიციას მიმართა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც ლალი ბალიშვილმა ადგილობრივი პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

გარდაცვლილი ქალის მეგობრები იხსენებენ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ ლალი ბალიაშვილზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ზეწოლა ცოტა ხანს შეწყდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა მისი ყოფილი მეუღლის სახლიდან კუთვნილი ნივთების წაღება მოითხოვა, პრობლემები ისევ შეექმნა.

მას უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ახალგაზრდა ქალი სამეგობროდ გაიცნობდა მამაკაცს და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, რომლითაც ლალი ბალიაშვილი სარგებლობდა. ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, რომ ამის გამო ლალი ბალიაშვილმა ნომერი შეცვალა და მუქარის ზარებზე პოლიციას მიმართა, სადაც განცხადება არ დაიტოვეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია