სკოლაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა

სკოლაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, მოზარდი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ძმამ და ბებიამ ბიჭი სახლის მიმდებარე სათავსოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, სუიციდის ერთ-ერთ მიზეზად თანაკლასელებთან კონფლიქტი სახელდება. ადგილობრივების განცხადებით, მოზარდს კლასელებმა უთხრეს, თითქოს ის ნაშვილები იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო