სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის შედეგად 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის შედეგად 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის შედეგად, 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელების სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის საავადმყოფოში ავტომანქანით გადაჰყავდათ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

გარდაცვლილი ამ წუთებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს გურჯაანის ფილიალში გადაჰყავთ. გამოძიებას შსს-ს ლაგოდეხის სამმართველო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია