30 მამაკაცის დაუნდობელ, ხელჩართულ ჩხუბს 25 წლის ზურაბ სამხარაძე ემსხვერპლა

30 მამაკაცის დაუნდობელ, ხელჩართულ ჩხუბს 25 წლის ზურაბ სამხარაძე ემსხვერპლა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ფიზიკური დაპირისპირების დროს 25 წლის ზურაბ სამხარაძე დაიღუპა. სოფელ ლელიანის მცხოვრებლების განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. გარდაცვლილის მეგობრების ინფორმაციით, ზურაბ სამხარაძეს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

"მეგობრები იყვნენ და იმას დაეხმარა, მანქანაში ჩაარტყეს თუ რა მოხდა, არ ვიცი. გათიშული გადმოიღეს მანქანიდან. ნემსიც გაუკეთეს, მაგრამ ვერ უშველეს. ეს არ იყო ნასვამი, ბიძაშვილს მოუვიდა ჩხუბი და იმას დაეხმარა. ჩხუბი რაზე მოუვიდათ, არ ვიცი", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ნათესავმა ჯუმბერ სამხარაძემ.

"ეს ბიჭი (გარდაცვლილი) აქაურია, მაგრამ თბილისში ცხოვრობს, გუშინ ჩამოვიდა. ბიჭები, ბევრნი ჩხუბობდნენ და იქ რა მოხდა, ექსპერტიზა გაარკვევს. ნეტავ მართლა გულით იყოს გარდაცვლილი და უბედურება არ იყოს სოფელში დატრიალებული", - აღნიშნა ლელიანის მკვიდრმა ნინო კონტრიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ჩხუბი პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის შვილთან მოუვიდათ. ამ ინფორმაციას პოლიციის რაიონულ სამმართველოში არ ადასტურებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია