როგორ ჩაცხრილეს ბიზნესმენი ხარძიანი საკუთარ სახლთან - პირველი ცნობები დანაშაულის ადგილიდან

როგორ ჩაცხრილეს ბიზნესმენი ხარძიანი საკუთარ სახლთან - პირველი ცნობები დანაშაულის ადგილიდან

თბილისში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენს რამდენიმე ტყვია ესროლეს.

შემთხვევა მარაბდის 25 ნომერში მოხდა. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებენ,  ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს სწორედ იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარ სადარბაზოში შედიოდა. ამასთან, თვითმხილველები აცხადებენ, რომ პიროვნება, რომელმაც ბიზნესმენს ესროლა, დანაშაულის ადგილას მოტოციკლით იმყოფებოდა და სახეზე შაფი ჩაფხუტი ეკეთა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ რამდენიმეჯერ ესროლა ბესიკ ხარძიანს და ბიზნესმენს ერთი ტყვია თავის არეში, ერთი კი ფეხში აქვს მოხვედრილი.

ბიზნესმენი გადაყვანილია საავადმყოფოში და მედიისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი ინფორმაციისთვის| ვინ არის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს და რას ყვებოდა ინციდენტამდე - "ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი გაუბედურება"

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია