ბესო ხარძიანი გარდაიცვალა - ბიზნესმენი 4-მა ტყვიამ იმსხვერპლა

ბესო ხარძიანი გარდაიცვალა - ბიზნესმენი 4-მა ტყვიამ იმსხვერპლა

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ხარძიანის ახლობლებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მიაწოდა.

ახლობლების თქმით, ბესიკ ხარძიანი "ემერჯენსში" მიყვანიდან მელევე გარდაიცვალა. ბიზნესმენს მრავალი ნასროლიდან 4 ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთი თავის არეში.

ბესო ხარძიანს დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს.

შემთხვევა მარაბდის 25 ნომერში მოხდა. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებენ, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს სწორედ იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარ სადარბაზოში შედიოდა. ამასთან, თვითმხილველები აცხადებენ, რომ პიროვნება, რომელმაც ბიზნესმენს ესროლა, დანაშაულის ადგილას მოტოციკლით იმყოფებოდა და სახეზე შაფი ჩაფხუტი ეკეთა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ რამდენიმეჯერ ესროლა ბესიკ ხარძიანს და ბიზნესმენს ერთი ტყვია თავის არეში, ერთი კი ფეხში აქვს მოხვედრილი.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია