"მეუღლემ დაინახა ზედა სართულიდან, როგორ ესროლა" - რას ყვებიან თვითმხილველები ხარძიანის მკვლელობაზე

"მეუღლემ დაინახა ზედა სართულიდან, როგორ ესროლა" - რას ყვებიან თვითმხილველები ხარძიანის მკვლელობაზე

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი ბესო ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ხარძიანის ახლობლებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მიაწოდა.

ახლობლების თქმით, ბესიკ ხარძიანი "ემერჯენსში" მიყვანიდან მელევე გარდაიცვალა. ბიზნესმენს მრავალი ნასროლიდან 4 ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთი თავის არეში.

მომხდარის შესახებ "მოამბესთან" თვითმხილველები საუბრობენ.

თვითმხილველები:

სადარბაზოში შეყვა. ერთი იყო, მოტოციკლეტზე იჯდა, მეუღლემ დაინახა ზედა სართულიდან, როგორ ესროლა.

თვითმხილველი 2:

ორ-ორი ტყვია აქვს მოხვედრილი თავში და ფეხში. პატარა, შავი მოპედი იყო, ჩაფხუტიანი, დაბალი ბიჭი იყო. მოპედის ფარი გდია "პადიეზდში".

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 19,108-ე მუხლით, დაიწყო.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია