ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ორ სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა

 ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ორ სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის პირველ და მესამე საჯარო სკოლებს სახურავის ნაწილი გადახადა. შედეგად, ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერდა. სკოლები უკვე დაათვალიერეს ზუგდიდის მერიის და ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ქავარაიას განცხადებით, სასწავლო პროცესი დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაიდო. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხვალიდან სასწავლო პროცესი განახლდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, ანალოგიური პრობლემაა ზედა ეწერის სკოლაშიც. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქარმა რამდენიმე სოფელში ხეებიც მოგლიჯა. ზუგდიდში მეორე დღეა ძლიერი ქარია.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია