რუსთავში ავარიას 23 წლის მოტოციკლისტი ემსხვერპლა

რუსთავში ავარიას 23 წლის მოტოციკლისტი ემსხვერპლა

რუსთავში, კოსტავასა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მოტოციკლისტი კოსტავას გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მსუბუქ ავტომობილს იმ დროს დაეჯახა, როდესაც მძღოლი "შკოდა"-ს მარკის მანქანით ბარათაშვილის ქუჩაზე გადასვლას ცდილობდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლის საჭესთან მჯდომი 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა, 21 წლის ახალგაზრდა სავადმყოფოში მცირე დაჟეჟილობებით გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია