უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაცით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, თუმცა აღნიშნული ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

"ინტერპრესნიუსი" უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას დაუკავშირდა, რომელმაც ქართველი სამხედროს დაღუპვის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მასაც სმენია. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მებრძოლი ბატალიონი აზოვის წევრი გიორგი ჯანელიძეა.

ელჩის განმარტებით, ფაქტის გარკვევა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა მოხდეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია