ტრაგედია დატრიალდა წუხელ მუხიანის დასახლებაში, სადაც მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის 8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ამ ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მუხიანში მერვე სართულიდან გადამხტარი მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია და ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, თვითმხილველების ინფორმაცია, რომ 14 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.