როგორ ახასიათებენ მეზობლები ოჯახს, საიდანაც მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოხტა, მამამ კი თოფით თავი მოიკლა

როგორ ახასიათებენ მეზობლები ოჯახს, საიდანაც მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოხტა, მამამ კი თოფით თავი მოიკლა

ტრაგედია დატრიალდა წუხელ მუხიანის დასახლებაში, სადაც მესამე მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის 8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ამ ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივების ნაწილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ოჯახში კომფლიქტი არასდროს ყოფილა, მეორე ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ მამა-შვილს შორის, ტრაგედიამდე, სიტყვიერი კამათი მომხდარიყო.

მეზობელი 1:

ვიცი, რომ ნორმალური ბავშვი იყო და ოჯახიც კარგი იყო...

მეზობელი 2:

გადასარევი ოჯახი, დედა, მამა, შვილები... ძალიან ძვირფასი ოჯახია.

მუხიანში მერვე სართულიდან გადამხტარი მოზარდის მდგომარეობა უმძიმესია და ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი განმარტებით, თვითმხილველების ინფორმაცია, რომ 14 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია