ოსიაურთან ავარიის შედეგად დედა, მამა და შვილი გარდაიცვალნენ

ოსიაურთან ავარიის შედეგად დედა, მამა და შვილი გარდაიცვალნენ

ოსიაურთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.  გარდაცვლილები არიან დედა, მამა და სრულწლოვანი შვილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად ასევე დაშავდა ორი პირი.

ოსიაურთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ჯერ უცნობია ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია