რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირია დაშავებული

რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირია დაშავებული

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირია დაშავებული. რიკოთზე ერთმანეთს 1 სატვირთო და 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეფერხებული იყო მოძრაობა, თუმცა, ამ დროისთვის ავტომანქანებს რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზით გადაადგილება შეუძლიათ.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია