შვიდი გასროლა მცხეთის ქუჩაზე - დაჭრილია პარლამენტარის შვილი

შვიდი გასროლა მცხეთის ქუჩაზე - დაჭრილია პარლამენტარის შვილი

დაახლოებით ერთი საათის წინ, მრგვალ ბაღთან, მცხეთის ქუჩაზე ცეცხლი გახსნეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა დაახლოებით შვიდი გასროლა ავტომობილის მიმართულებით განახორციელეს. თვითმხილველთა თქმით, დაჭრილია ერთი პიროვნება. თვითმხილველები ამბობენ, რომ მასთან ერთად გოგონაც იმყოფებოდა.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილი ახალგაზრდა პარლამენტარ თენგიზ ხუბულურის შვილია. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია მასრები.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია