აღმაშენებლის ხეივანში ჩანგრეული ხიდის ამსახველი 11 ფოტო და ნგრევის გამომწვევი მიზეზები

 აღმაშენებლის ხეივანში ჩანგრეული ხიდის ამსახველი 11 ფოტო და ნგრევის გამომწვევი მიზეზები

აღმაშენებლის ხეივანში ხიდის ჩამონგრევის ადგილას სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. გზის სავალი ნაწილიდან უკვე გადაიტანეს ჩამონგრეული რკინის კონსტრუქცია, რომელიც სტანდარტულზე მაღალი სატვირთო ავტომობილის გავლის შედეგად ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, დაშავებული არავინ არის. შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა არც სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის მიზეზითაც შემთხვევა მოხდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ხიდს შეეჯახა, კონტეინერი წესების დარღვევით გადაჰქონდა. მომხდარი შეჯახებად გაფორმდება და სატვირთო ავტომობილის მძღოლს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა ყირიმელმა განუცხადა, შეტყობინება მომხდარი შემთხვევის შესახებ 11:00 საათზე მიიღეს.

"11:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება აღმაშენებლის მე-13 კილომეტრზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხდა დროული რეაგირება. ამ დროისათვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია", - განაცხადა ყირიმელმა.

"ინტერპრესნიუსი"-ს ფოტომასალა

ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია