"თავსაც მოვიკლავდი, მაგრამ თვითმკვლელობაში ჩამითვლიან" - 16 წლის გოგონას ბოლო პოსტი და გარდაცვალების დეტალები

"თავსაც მოვიკლავდი, მაგრამ თვითმკვლელობაში ჩამითვლიან" - 16 წლის გოგონას ბოლო პოსტი და გარდაცვალების დეტალები

"შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მშობლების გამო დაშორდა, ძალიან კი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მარიანას მშობლებმა მასთან დაშორება აიძულეს."

"თავსაც მოვიკლავდი, მაგრამ თვითმკვლელობაში ჩამითვლიან" - ეს სიტყვები მარიანა ხაჩატურიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა. როგორც მისი მეგობარი, მონიკა თუმანოვი "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, მარიანა გარდაცვალების დღეს სკოლაში ლამაზ კაბაში გამოპრანჭული მოვიდა. ასევე ცნობილია, რომ მარიანა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა, ის სასკოლო ჩანთის ქამრით არის ჩამომხვრჩალი.

მონიკა თუმანოვი:

- მარიანა საყვარელი გოგო იყო, თუმცა ცოტა ჩაკეტილი. მეგობრები სულ ვცდილობდით მისი ეს თვისება დაგვეძლია, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, როგორც ჩანს...

- თუ იცი, რა პრობლემები ჰქონდა, შეყვარებული ხომ არ იყო?

- ვიცი, რომ შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მშობლების გამო დაშორდა, ძალიან კი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მარიანას მშობლებმა მასთან დაშორება აიძულეს. მართალია ბიჭთან შეხვედრა სასტიკად აუკრძალეს, მაგრამ როგორც თვითონ მიყვებოდა, ჩუმად მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. სკოლაში ჩემს უკან იჯდა და ძალიან ხშირად ვლაპარაკობდით ამასთან დაკავშირებით. ბოლოს ამ თემაზე პარასკევს ვილაპარაკეთ და მითხრა, რომ შეყვარებულს დაშორდა, არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვსო...

- დეპრესიაში იყო?

- არა, პირიქით ადრე უფრო ჩაკეტილი იყო, ბოლო პერიოდზე ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიაში იყო. ბავშვები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენთან ხშირად ყოფილიყო და ყველანაირად ვრთავდით სასკოლო პროექტებში. ბოლო დროს უფრო მხიარული იყო. გუშინ, მაგალითად, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ვერავინ წარმოიდგენდა ასეთი რამ თუ მოხდებოდა... გამოპრანჭული მოვიდა, ლამაზი კაბა ეცვა. ისეთი საყვარელი ადამიანი იყო, მასზე ვერ გაბრაზდებოდი. მის "ფეისბუქგვერდზე პოსტი ვნახე, რომელიც ძალიან არ მომეწონა, ეწერა: - "თავსაც მოვიკლავდი, მაგრამ თვითმკვლელობაში ჩამითვლიანო".

"კვირის პალიტრა" თბილისის 98-ე სკოლის დირექტორს, გიორგი მომცელიძეს და მარიანას დამრიგებელს, ვარდენ ჟღენტს დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მარიანა კარგი და დისციპლინური მოსწავლე იყო, სკოლაშიც ყველა პატივს სცემდა.

გიორგი მომცელიძე:

- უპირველესად ვუსამძიმრებ ოჯახს, მარიანა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, შესაბამისად, ეს უფრო ამძიმებს მისი მშობლების მდგომარეობას.

რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ, დღის მეორე ნახევარში გავიგე. სამწუხაროდ, ამ ფაქტის კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ, რა და როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.

- მარიანას ფსიქოლოგიური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?

- არა, რა თქმა უნდა, მართალია ის 2014 წლის 27 ოქტომბერს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში, თუმცა ის საკმაოდ გონიერი, განათლებული და მოწესრიგებული მოსწავლე იყო.

ვარდენ ჟღენტი:

- ოჯხში, თუ რამე პრობლემები ჰქონდა ნამდვილად ვერ გეტყვით, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არც რამე სხვა პრობლემაზე შეწუხებული არ მინახავს. ჩვენს სკოლაში X კლასის პირველ სემესტრში გადმოვიდა, მანამდე თემქაზე, თავის სახლთან ახლოს 142-ე სკოლაში სწავლობდა.

ძალიან მორიდებული, წყნარი, მშვიდი და ზრდილობიანი ბავშვი იყო. ბავშვებთან მაინც და მაინც ახლო ურთიერთობები არ ჰქონოდა.

ამას, თავდაპირველად ვაბრალებდით იმას, რომ მარიამი ახალი გადმოსული იყო ჩვენს სკოლაში, მის ასაკში კი რთულია მარტივად დაამყარო ურთიერთობა ახალ ადამიანებთან. მერე შედარებით უფრო კომუნიკაბელური გახდა... რაც შეეხება სწავლას, ნამდვილად კარგად სწავლობდა, მეც ვასწავლიდი - გონიერი გოგო იყო...

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია