ბათუმში კაფე-ბარ "მალიბუში" ხანძარი გაჩნდა

ბათუმში კაფე-ბარ "მალიბუში" ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძის N4-ში მდებარე კაფე-ბარ "მალიბუში" ხანძარი გაჩნდა. როგორც "ამბები.გე"-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშრომელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე განმარტებით, დაიწვა სამზარეულო და დაზიანდა ხანძრის შედეგად კაფე-ბარის შენობის ინვენტარი:

"შეტყობინება ხანძარის შესახებ 00:38 წუთზე შემოვიდა, ადგილზე დროულად მივიდნენ მაშველები, იწვოდა კაფე-ბარი "მალიბუს" სამზარეულო. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია სამზარეულოში 30 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამსხვრეულია შუშები", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, კაფეს გვერდით მდებარე სხვა შენობები არ დაზიანებულა, რადგან ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. ზვიად ჯაფარიძის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცლედა.

ნინო ხოზრევანიძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია