ახალი დეტალები სამეგრელოში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 ბავშვი და 30 წლის ქალი ემსხვერპლა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ახალი დეტალები სამეგრელოში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 ბავშვი და 30 წლის ქალი ემსხვერპლა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს შეეჯახა, რომელსაც ორი ბავშვი ახლდა. ამის შემდეგ მანქანა ქუჩის მეორე მხარეს თხრილში ჩავარდა. დაღუპულია ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 30 წლის ქალი.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედას შვილი და მაზლისშვილი საბავშვო ბაღში მიჰყავდა. მძიმეა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

სოფლის მოსახლეობა გახშირებულ ავარიებზე საუბრობს და ამბობენ, რომ იქ წლებია, გზა მოსაწესრიგებელია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია