"ბიჭი ეხვეწებოდა, არ მომკლათო!.." - რას უკავშირებენ ბეგი მამალაძის მკვლელობას

"ბიჭი ეხვეწებოდა, არ მომკლათო!.." - რას უკავშირებენ ბეგი მამალაძის მკვლელობას

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ბეგლარ (ბეგი) მამალაძეს ახლობლები და მეგობრები სკოლის დამთავრებასა და ატესტატის აღებას ულოცავდნენ, "ფეისბუქში" მისი ბოლო პოსტი სწორედ ამას შეეხება.

18 წლის ბიჭი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ზეიმობდა. ეს იყო ორი დღის წინ... გუშინ კი ბეგი მამალაძე ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით მოკლეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბიჭს ხუთი ნაჭრილობევი ზურგისა და მუცლის არეში მიაყენეს... მათივე თქმით, კონფლიქტი, სადღაც სხვაგან დაიწყო, ბიჭი თავდამსხმელებს გამოექცა და სავარაუდოდ, სახლისკენ გარბოდა. ბეგი, იმ ტერიტორიიდან, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს, ახლოს ცხოვრობდა.

ბეგი მამალძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ბიჭი გარდაიცვალა. დაჭრის შემდეგ მეზობლებმა დაინახეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ახალგაზრდა გარბოდა. თვითმხილველმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, "რუსთავი-2"-თან განაცხადა: "ბიჭი ეხვეწებოდა, არ მომკლათო!"

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მოზარდს მოკვლით ემუქრებოდნენ. მიზეზი შესაძლოა, გასული წლის 25 იანვარს ბეგლარ მამალაძის უბანში მომხდარი მკვლელობა იყოს. ერთი წლის წინ 171-ე საჯარო სკოლის ეზოში 17 წლის მოზარდი მოკლეს, ორი კი მძიმედ დაიჭრა.

ბეგი მამალაძე გავრცელებული ინფორმაციით, დევნილია და მესამე პლატოზე დედასთან ერთად ცხოვრობდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია