უახლესი ინფორმაცია გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის შესახებ

"ვიცით, რომ ყველას ძალიან გადარდებთ ქალბატონი გულიკოს მდგომარეობა და ელით უკანასკნელ ცნობებს.

ბოლო მონაცემებით ამგვარი ვითარებაა: ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარებულია. პაციენტს უტარდება მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტებით.

იმედია ღამე მშვიდობიანად ჩაივლის და დილას უკეთესობა იქნება.

დიდ მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!"- წერია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

იხილეთ: ვეფხვების მიერ დაზიანებულ გულიკო ჭიტაძეს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია