კახეთში მე-12 კლასის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ

კახეთში მე-12 კლასის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ

ყვარელი-გურჯაანის გზაზე, გურჯაანის N2-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ავარიაში მოყვნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სამი მე-12 კლასელი და პედაგოგი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფოვ და პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია