ექიმების პირველი კომენტარი სკოლაში მოწამლული 10 ბავშვის შესახებ და უახლესი ინფორმაცია მათ მდგომარეობაზე

ექიმების პირველი კომენტარი სკოლაში მოწამლული 10 ბავშვის შესახებ და უახლესი ინფორმაცია მათ მდგომარეობაზე

ექიმები ჯერ კონკრეტულად ვერ საუბრობენ, რამ გამოიწვია თბილისის 139-ე სკოლის მეხუთე კლასელების მოწამვლა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა ხათუნა ხარაზიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბავშვებს ერთნაირი სიმპტომები - თავბრუსხვევა, მუცლის მოვლითი ტკივილებით აქვთ. რაც შეეხება მოწამვლის მიზეზებს, ექიმი აცხადებს, რომ ეს ჯერჯერობით უცნობია.

"ეს არ იყო არც საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნები, არც გაზით მოწამვლის ნიშნები, თუმცა რამ გამოიწვია ბავშვების მოწამვლა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა.

139-ე სკოლის მეხუთე კლასში 10 ბავშვი მოიწამლა, საიდანაც 9 ბიჭია. 3 ბავშვი გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. სხვა ბავშვების მშობლებმა ჰოსპიტალში ბავშვების გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

139-ე სკოლასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. როგორც ადგილზე შეკრებილი მშობლები ამბობენ, მათთვის უცნობია რა გახდა მეხუთეკლასელების მოწამვლის მიზეზი. თუმცა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, რომ ამის დადგენა მალევე მოხდეს, რადგან ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

"გაუგებარია, ერთ კლასში ერთი და იგივე საკლასო ოთახში რატომ დაემართათ ბავშვებს მოწამვლა. ჩვენ ვთხოვთ სკოლის ადმინისტრაციას და შესაბამის ორგანოებს, დაადგინონ ამის მიზეზები", - განაცხადეს მშობლებმა.

იხილეთ განახლება|139-ე სკოლა მთლიანად დაცლილია - ახალი დეტალები მოსწავლეების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია