ბესიკ ცხადაძე გარდაიცვალა

ბესიკ ცხადაძე გარდაიცვალა

იხილეთ ბოლო განახლება: პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი ბესიკ ცხადაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მყოფმა მისმა ახლობლებმა განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ცხადაძეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებასთან შეკრებილი ბესიკ ცხადაძის ახლობლები ამბობენ, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით მან ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ოჯახის ახლობლების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა თუ შემთხვევით გაუვარდა იარაღი. არსებული ინფორმაციით, ის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა.

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა დღეს, საკუთარ სახლში მიიყენა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი იყოს. ახლობლის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია