სტიქია თბილისში - შოკისმომგვრელი კადრები

სტიქია თბილისში - შოკისმომგვრელი კადრები

სტიქია თბილისში - შოკისმომგვრელი კადრები თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის თითქმის ყველა უბანში რთული სიტუაციაა შექმნილი. მდინარე ვერეს ადიდების გამო, თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა.

გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე.

ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.

ვიდეო: ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დაიტბორა

ვიდეო: დატბორილი მიწისქვეშა გადასასვლელები და მდინარეები ქუჩაში

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში

ვიდეო: ადიდებული მტკვარი ნაპირზე გადმოვიდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია