თბილისის სტიქიის ანატომია: ტრაგედიის განვითარების ყველა ეპიზოდი და გარემოება

თბილისის სტიქიის ანატომია: ტრაგედიის განვითარების ყველა ეპიზოდი და გარემოება

წუხელ, თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 12 ადამიანს მიაღწია. სრულიად გადადგურებულია თბილისის ზოოპარკი, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორია და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, თბილისის საავადმყოფოებში 36 დაშავებული ადამიანია რეგისტრირებული. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩება სტაციონარებში. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

AMBEBI.GE "სტიქიის ანატომიით" დაინტერესდა. სად დაიწყო, როგორ განვითარდა სტიქია და რამ განაპირობა დრამატული შედეგები, - ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს რედაქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი ესაუბრა.

"მეწყერი ბეთანიასთან ჩამოწვა, რამაც დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება მოახდინა. ამან გამოიწვია წყლის დიდი მასის ჩამოყალიბება, რომელიც მეწყერის შედეგად შეგუბდა და შემდეგ ძლიერი წყლის ზეგავლენით მისი გარღვევა მოხდა, და შემდეგ, რა თქმა უნდა, გზადაგზა ხვდებოდა პატარ-პატარა შეგუბებები.

რაც შეეხება ლოკაციებს, პირველი ბარიერი ბეთანიის ქვევით შეიქმნა, სადაც ხეობა სავსეა ხეებით. მეწყერის მიერ ჩამოტანილმა მასალამ ხეები წააქცია და მთლიანობაში, ღვარცოფული სახით სვანიძის ქუჩაზე წამოვიდა, ამ აღრევის შედეგად, კვალის მიხედვით, პირველმა შემოსულმა ნაკადმა 1958 წელს აშენებული ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა გამოიწვია და წყლის მაქსიმალურმა რაოდენობამ დაახლოებით, 1000 კუბური მეტრი წამში შეადგინა. ამან "ელიზების ტერიტორიიდან" სატვირთო ავტომობილებისა და სხვა ტრანსპორტის წაღება და საბოლოოდ, ხეებისა და დიდი ტრანსპორტის ჩახერგვით, ვაკე -საბურთალოს ძველ გვირაბში, რომელიც 1958 წელს აშენდა, დონის უეცარი მატება გამოიწვია.

გვირაბმა ჩახერგა წყალის დიდი მასა, და შემდეგ არის უკვე ახალი, 220 მეტრიანი გვირაბი, რომელმაც ასევე ვერ გაატარა მიღებული მასა და მოხდა უეცარი შეგუბება. ეს მოხდა დაახლოებით პირველ საათზე და სავარაუდოდ, ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის გამო მოხდა შენობების დაფარვა, რაც უკვე ჩახერგვისა და შეტბორვის შედეგია. მაგრამ პირველი წამოსული ნაკადი ღვარცოფული სახის იყო, რომელმაც ჩახერგილი მეწყერი გაარღვია. საბოლოოდ, სტიქიის განვითარებას შემდეგი ფორმა ჰქონდა: ძლიერი წვიმა, მეწყერი, ღვარცოფი...

- არსებობს მოსაზრება, რომ სტიქიის შედეგებზე დამატებითი დრამატული პროვოცირება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა ახალმა გვირაბმა მოახდინა...

- არა, არ მგონია ასე. მთავარი იყო პირველი, ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა. ჩემი აზრით, ახალი გვირაბებიც რომ არ ყოფილიყო, უფრო მძაფრ შედეგებს მივიღებდით. პროცესი, რომელიც ახლა ზოოპარკის მიდამოებთან განვითარდა, ძველი გვირაბის მიდამოებს მიაყენებდა დარტყმას, და დანაკარგის თვალსაზრისით, იგივე შედეგს მივიღებდით. მესმის, რომ არის მოსაზრება, რომ ახალმა გვირაბმა მოახდინა ეს, მაგრამ მთავარი პირველი შემხვედრი გვირაბის დაგუბებისა და ჩახერგვის ფაქტორია.

ინგოგრაფიკა| თეიმურაზ შამოიანი, AMBEBI.GE

ასევე იხილეთ| ტრაგიკული 13: სტიქიას შეწირული მოქალაქეები და დრამატული მონაცემები ერთ ინფოგრაფიკაში

#ძლიერი წვიმა თბილისში - თემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და განახლება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია