აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში მსხვერპლით დასრულდა. "ოპელის" მარკის მანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ პირველ მაისში მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ავარიის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.

ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს მაშველები მუშაობდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია