ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის პირველი ფოტოები

ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის პირველი ფოტოები

თემის განახლება|სპეცოპერაცია ენთოგრაფიულ მუზეუმში - პირველი კადრები ვეფხვისა და აფთრის საძიებო სამუშაოებიდან

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქზე" ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის ფოტოებს აქვეყნებს. "აი კიდევ ერთი ლომი, ვეფხვი თუ აფთარი ჩემს სახლთან ახლოს - ბაგების ტყეში, გადაღებულია 2 დღის წინ. ამას მაინც მიხედეთ", - წერს კუდავა. როგორც გაირკვა, ფოტოები ნინო ნოღაიდელის გადაღებულია. "ფოტოები ჩემი გადაღებულია, ჭავჭავაძის 83-თან, ეთნოგრაფიულის მიმდებარედ" - წერს ნინო.

გარდა ამისა, ერთდროულად სამმა მოქალაქემ მიაწოდა სამართალდამცავებს ფოტომასალა, რომელზეც მტაცებელია ასახული. ფოტოები დაახლოებით ერთ ტერიტორიაზეა გადაღებული. ადგილზე, სადაც ფოტოებია გადაღებული, ამჟამად სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცავები მუშაობენ. რაც შეეხება ფოტოების ავთენტურობას, მონადირეებმა დაადასტურეს მისი ნამდვილობა, თუმცა ამ წუთებამდე არსებობდა მოსაზრება, რომ სურათები ფოტოშოპში ნამუშევარს წარმოადგენდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ ფოტოები ერთსა და იმავე ადგილზეა გადაღებული და მასზე კატისებრთა ოჯახის ცხოველია აღბეჭდილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია