გია კორკოტაშვილის ვაჟი დაჭრეს

გია კორკოტაშვილის ვაჟი დაჭრეს

ვაკე-საბურთალოს გზაზე, "კოფეინ"-თან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილი პიროვნება, გია კორკოტაშვილის ვაჟი აღმოჩნდა. დაჭრილი ვაჟა კორკოტაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული დავით თ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას, კაფე "კოფეინის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი შენიშნეს. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას სხეულზე ცივი იარაღით დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).

შეგახსენებთ, რომ ვაჟა კორკოტაშვილისთვის ეს უკვე მეორე ინციდენტია და ის 2012 წელს, ახალი წლის ღამესაც დაჭრეს. მაშინ კორკოტაშვილს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები ქონდა მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. შემთხვევა თბლისში, შანიძის ქუჩაზე მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია