თიანეთში 18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

თიანეთში 18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევში 18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი სავალდებულო სამსახურში, დაცვის პოლიციაში მსახურობდა.

არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭმა თავის ჩამოხრჩობა სასიყვარულო ურთიერთობებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. მას ამავე სოფლის მცხოვრები გოგონა უყვარდა, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა, უცნობია.

რამდენიმე თვის წინ ამავე სოფელში კიდევ ერთმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, თუმცა როგორც ყიფიანი აცხადებს, ამ ორ შემთხვევას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია