მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია - მონაკვეთზე მოძრაობს მძიმე ტექნიკა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია - მონაკვეთზე მოძრაობს მძიმე ტექნიკა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, იუსტიციის სახლთან, მტკვარში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რამაც გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემა შეუქმნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე.

"ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1-ელ ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება", - აცხადებენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია