მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დიდი რაოდენობით წყალი მოედინება

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დიდი რაოდენობით წყალი მოედინება

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც ქუჩაში დიდი რაოდენობით წყალი მოედინება. ადგილზე ჩანგრეულია ასევე ასფალტის საფარი.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დატბორილია მთელი ქუჩა. ქუჩასთან მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, შესაბამისად, ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია მხოლოდ საპატრულო პოლიცია. სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გამოჩენილან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია