დიდუბეში, საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ტერიტორიაზე მძაფრი სუნია

დიდუბეში, საწყობში ხანძარი გაჩნდა - დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ტერიტორიაზე მძაფრი სუნია

თბილისში, დიდუბეში, ვანის ქუჩაზე კომპანია "გაგრა პლუსის" საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა საკონდიტრო მასალები და ლიმონათის ესენციების მარაგი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც ადგილზე "ინტერპრესნიუსს" "გაგრა პლუსის" გასყიდვების მენეჯერმა ალექსანდრე კოპალიანმა განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული გაყვანილობა გახდა. მისი თქმით, 112 -ის სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა, რის შედეგადაც საწყობში განთავსებული საკონდიტრო პროდუქტების დიდი ნაწილი დაწვას გადაურჩა. ადგილზე დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ხანძრის ტერიტორიაზე მძაფრი სუნია, თუმცა როგორც თანამშრომლებმა განაცხადეს, მძაფრი სუნის შედეგად თანამშრომლებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, თუმცა ხანძარი, სავარაუდოდ, მოძველებულმა გაყვანილობამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მომხდარის შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია