"დავინახე, ძირს იყო დავარდნილი და სისხლისგან იცლებოდა" - თვითმხილველები ბათუმში გოგონას დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

"დავინახე, ძირს იყო დავარდნილი და სისხლისგან იცლებოდა" - თვითმხილველები ბათუმში გოგონას დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

გოგონა პარკში გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი და სისხლისგან იცლებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მცხოვრებმა თემურ ვანიძემ დაჭრილი 20 წლამდე გოგონას მდგომარეობის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც თემურ ვანიძე აცხადებს, იგი დაჭრის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა დაჭრილი გოგონა დაინახა.

"დავინახე, რომ ძირს იყო დავარდნილი და სისხლისგან იცლებოდა. ჩემი ძმაკაცი და თანამშრომლები მიეხმარნენ. მეტი არაფერი დამინახვს. დაჭრილი იყო გულ-მკერდის არეში. მერე სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ვანიძემ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას თან ახლდა ძმა და მამა, თუმცა დაჭრის მომენტში გოგონა მეგობარ ბიჭთან მათგან შორიახლოს საუბრობდა.

ბათუმში, 6 მაისის პარკთან 20 წლამდე გოგონა დაჭრეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია