ბათუმში დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი

ბათუმში დაჭრილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი

პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ვინაიდან მან გადაიტანა მძიმე ოპერაცია - გულის პერანგის გახსნა და სისხლის ევაკუაცია, - ამის შესახებ ბათუმში დაჭრილი 17 წლის გოგონას მკურნალმა ექიმმა ზურაბ ჩიხლაძემ ოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქირურგმა განმარტა, დაჭრილს ხუთი ჭრილობა აქვს, მათგან ერთი გამჭოლი - გულმკერდის არეში.

"გულის პერანგში შემავალი ჭრილობა და გულის კედლის დაზიანება ჰქონდა, რის შედეგადაც დაგროვდა სისხლი. პაციენტს აქვს ხუთი ნაკვეთი ჭრილობა, მათგან ერთი შემავალი ჭრილობაა გულმკერდის ღრუში, სამი ჭრილობა გულმკერდის ზედაპირზე, ხოლო ერთი - ხელზე. პროგნოზირება არის რთული, ამჟამად მისი პარამეტრები სტაბილურია, სიცოცხლის ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია", - აღნიშნა ზურაბ ჩიხლაძემ.

ექიმის თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ბათუმში, 6 მაისის პარკში 19 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონა დანით დაჭრა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდები პარკში სეირნობდნენ, რა დროსაც ბიჭმა გოგოს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. გოგონას ახლობლები საუბრობენ შემთხვევის სავარაუდო მიზეზებზე. ახლობლების თქმით, ბიჭს გოგონა უყვარდა, მას ცოლობა სთხოვა, გოგონასგან უარის მიღების შემდეგ კი ბიჭმა არასრულწლოვანი დაჭრა და მიიმალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია