სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები არიან.

ინფორმაცია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, სამი ცხედარი ნანგრევებიდან ამოყვანილია. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუის შენობა ცოტა ხნის გასხვისდა და იქ სასტუმროს მშენებლობა იგემებობდა.

სამი მუშის გარდაცვალების გარდა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე იხილეთ| სახლის ჩამონგრევის ამსახველი პირველი კადრები - რა მოხდა სპორტის სასახლესთან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია