"მეოთხე სართულიდან დაიწყო ნგრევა" - ცნობილია კომპანია, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

"მეოთხე სართულიდან დაიწყო ნგრევა" - ცნობილია კომპანია, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

თემის განახლება| უახლესი ინფორმაცია შენობის ჩამონგრევისას მძიმედ დაშავებული მუშის ჯანმრთელობის შესახებ

თბილისში, აფაქიძის #13-ში, გამოთვლითი მათემატიკის შენობაში, რომლის ჩამონგრევის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, სამუშაოებს შპს "ტიფლის ბიზნესცენტრი" ახორციელებდა. ამ შენობაში ბიზნესცენტრები უნდა განთავსებულიყო. მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განუცხადა, სამუშაოების დროს ჩამოინგრა შენობის მეოთხე სართული.

"მეოთხე სართულიდან დაიწყო ნგრევა. ჩამოინგრა მესამე სართულიც და მუშები პირველ სართულზე აღმოვაჩინეთ. დაღუპულია სამი ადამიანი, ერთი მუშის გადარჩენა მოვახერხეთ. სხვა დაშავებულები ამ დროისთვის არ არის. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ნგრევა კიდევ მოხდეს", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო, სახანძრო და სასწარფო დახმარების მანქანები. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე და მერიის წარმომადგენლები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია