ავარიას ქორწილის ესკორტში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

ავარიას ქორწილის ესკორტში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

ზესტაფონის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. სოფელ ვაჭევში ავტოავარიის დროს ქორწილის ესკორტში მყოფილი ბაბუა და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპა.

ერთმანეთს ქორწილის ესკორტის ხუთი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვლნენ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბაბუა. დაშავებულია ათამდე ადამიანი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 პუქტით. კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია