გურჯაანში ჩამონგრეული კედლის ნაწილი 10 წლის ბავშვს დაეცა

გურჯაანში ჩამონგრეული კედლის ნაწილი 10 წლის ბავშვს დაეცა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოს გალავანი ჩამოინგრა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა იური ჯამატაშვილმა განუცხადა, კედლის ნამსხვრევები ეზოში მყოფ 10 წლის ბიჭს დაეცა. მოზარდი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

"ჩამონგრეული კედელი ბლოკით იყო აშენებული და როგორც ჩანს, წვიმამ და ქარმა საძირკველი მოურყია. კედლის ნაწილები ეზოში მყოფ ბავშვს დაეცა. ჩემი ინფორმაციით, მოზარდს მოტეხილობები სახეზე აქვს. ასევე, ელენთა აქვს გახეთქილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს იური ჯამატაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია