ერთ წუთში დასრულებული სამი სიცოცხლე - სოფელ ჭაჭარაქში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ერთ წუთში დასრულებული სამი სიცოცხლე - სოფელ ჭაჭარაქში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში­ უბედურება დატრიალდა - და-ძმა მარიანა და გიორგი ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე მტკვარში დაიხრჩვნენ.

ვეფხვია ინასარიძე მაშველების მოსვლამდე ეძებდა დამხრჩვალ ახალგაზრდებს მტკვარში. მისი ვაჟი, 15 წლის არჩილი ჰყვება: - შუადღისას მეზობლებთან - მარიანასთან, მის ძმა გიორგისთან, მარისა და ჩემს მამიდაშვილ ხვიჩასთან ერთად საბანაოდ წავედი. მარიანამ თავისი პატარა შვილიც წამოიყვანა, ნაპირზე დავსვამ და წყლიდან ვუყურებო.

შუა მტკვრისკენ წავედით. მარტო ხვიჩა დარჩა ნაპირთან, რომ ბავშვთან ახლოს ყოფილიყო.

წყალი ჯერ მუხლებამდე გვწვდებოდა, შუამდე რომ მივედით, ვერიკოს წელამდე შემოსწვდა და შეშინდა, ძალიან ღრმაა, უკან წავიდეთო. როცა შემოვტრიალდით, უცებ ვერიკოს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მარიც დაეცა და წყალში მეც ჩამიყოლა.

გიორგი და მარინა დავინახე, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცურვა არც ერთმა არ იცოდა. ისღა მოვიფიქრე, მარის თმაში ვწვდი და ამოვიყვანე. მერე დანარჩენების მოსაძებნად ჩავყვინთე, მაგრამ ფსკერზე ვერაფერი დავინახე. ალბათ, წყალმა წაიღო-მეთქი და ნაპირზე ამოვძვერი. ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა, ვგიჟდებოდი. არავინ იყო, რომ ეშველა, შორს ვიღაცები კი თევზაობდნენ, მაგრამ მათთვის დაძახებას აზრი არ ჰქონდა, ვერ გაიგონებდნენ. მაშინ ჩემს მამიდაშვილს დავუძახე, ვინმეს დავურეკოთ-მეთქი!

მამაჩემი რომ მოვიდა, გავითიშე... ისღა მახსოვს, რომ მარი კიოდა, ხვიჩა კი ქვასავით იდგა.

ვეფხვია ინასარიძე: - ეს სამი ანგელოზი, და-ძმა ფოცხვერაშვილები და ვერიკო ზედგენიძე, ჩემი მეზობლები იყვნენ.

ფოცხვერაშვილები რომ მოასვენეს, მათ დედ-მამასთან სამძიმრის სათქმელად მისვლა ვერ შევძელი! მათი საცოდაობით აღარ ვართ. ერთი შვილი ადრე გარდაეცვალათ, სხვა შვილი აღარ დარჩათ...

გიორგი მხოლოდ 17 წლის იყო, მისი და, მარიანა, 20 წლის გახდებოდა, ვერიკო - 22 წლის, ერთ დღეს ჰქონდათ დაბადების დღე. ახლა ეს დღე მათი მშობლებისთვის შავ დღედ იქცა.

გაგრძელება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია