ოლიმპიურ სოფელთან ბალახს ცეცხლი გაუჩნდა

ოლიმპიურ სოფელთან ბალახს ცეცხლი გაუჩნდა

ოლიმპიურ სოფელთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომელმაც ცეცხლის ლიკვიდირება მოახდინა.

ცეცხლი ბალახს ეკიდა, რის შედეგადაც 1000 კვადრატული მეტრ მიწის ფართობზე ბალახი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია